ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მიღწევაა ირანსა და დასავლეთს შორის ხელშეკრულება, რომლის შედეგად საქნციები იქნა გაუქმებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეკონომიკური კავშირები ირანთან გავაღრმავოთ, გვყავდეს უფრო მეტი ვიზიტორი, უფრო მეტი ბიზნესმენი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა მეტი ინვესტიციები იქნას მოზიდული. არსებობს ბევრი მიმართულება, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს და ამ მხრივ, ბუნებრივია, ვმუშაობთ. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ირანში, სადაც ამ პერსპექტივებს განვიხილავთ. საფრთხეებს რაც შეეხება, საფრთხეებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დღესდღეობით ირანი მიჰყვება დასავლეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად მისასალმებელია. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებობა, რომელიც გვექნება ორი ქვეყნის ურთიერთობების კუთხით.