სოფელ უჯარმასთან მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებმაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უჯარმაში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.