დევიდ კემერონმა რეფერენდუმის თარიღი გამოაცხადა

დევიდ კემერონმა რეფერენდუმის თარიღი გამოაცხადა

რეფერენდუმი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხს გადაწყვეტს 23 ივნისს გაიმართება. როგორც ეურონეწს.გე წერს, ამის შესახებ დევიდ კამერონმა ბრიტანეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ის რეკომენდაციას აძლევს ბრიტანეთის მოქალაქეებს გაითვალისწინონ, რომ ბრიტანეთი რეფორმირებულ ევროკავშირში უფრო ძლიერი და დაცული იქნება.

გუშინ გვიან ღამით კემერონის მთელ რიგ წინადადებებს ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები დათანხმდენ, რამაც ბრიტანეთის პრემიერს რეფერენდუმის თარიღის გამოცხადების საშუალება მისცა.