ევროპელი ექსპერტები ჩამოვლენ და ჩვენს მეწარმეებს გაუზიარებენ გამოცდილებას, როგორ გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე

ევროპელი ექსპერტები ჩამოვლენ და ჩვენს მეწარმეებს გაუზიარებენ გამოცდილებას, როგორ გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონკრეტული, წარმატებული შემთხვევების თანახმად, საქართველოში, მეწარმეებმა მოახერხეს, მიეღწიათ ევროპული სტანდარტებისთვის და თავისი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაეტანათ. პრემიერის ინფორმაციით,

„არსებობს შემთხვევები, რომლის მიხედვით, საქართველოში სრულიად ახალი ტიპის, ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქცია შეიქმნა. მაგალითად, ეს არის კივი, მოცვი, რომელიც გაცილებით უფრო მაღალ მომგებიანობას იძლევა, ვიდრე ზოგიერთი, ტრადიციული კულტურა“. „ამიტომ, კონკრეტულად, ასეთი შემთხვევების პრომოციას მოვახდენთ და მივიტანთ ამ ინფორმაციას რეგიონებში, ყველა ადამიანთან. გეთანხმებით, რომ ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალები გააქტიურებულები არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფორმაციას ევროპული ინტეგრაციის და მისი სარგებლის შესახებ, გაეცნოს საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბიზნეს-სუბიექტი, ყველა მცირე მეწარმე, რათა მათ ჰქონდეთ კარგი ინფორმაცია, რა გზით უნდა იარონ და რა ხერხებს უნდა მიმართონ, რომ საკუთარი წარმოების სტანდარტები შეუსაბამონ ევროპულს და თავად მიიღონ სარგებელი, რომელიც ნამდვილად არსებობს და ჩადებულია ამ ხელშეკრულებაში. იმ პროგრამებით, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, გათვალისწინებული გვაქვს დაფინანსება იმისათვის, რომ ევროპელი ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მათ ადგილზე ასწავლონ ჩვენს მეწარმეებს, როგორ უნდა შეუსაბამონ თავისი წარმოების სტანდარტები ევროპულს, რათა გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.