ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულებაში არანაირი შეფერხება არ გაგვაჩნია

ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულებაში არანაირი შეფერხება არ გაგვაჩნია

ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ჩვენი მხრიდან არცერთი ჩამორჩენა არ გვაქვს. ეს გეგმა შეთანხმებულია ბრიუსელთან და უკვე ვმუშაობთ ახალ დღის წესრიგზე, რომელიც 2016 წლის შემდეგ გვექნება. არსებული ასოცირების დღის წესრიგი 2016 წელს იწურება და ჩვენ ახალ გეგმაზე შევთანხმდებით. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ამბიციური გეგმა და ამბიციური რეფორმები გვექნება გასატარებელი. თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაც აბსულუტურად იდენტურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ვადებს. პატარა შეფერხებები იყო სურსათის უვნებლობის მიმართულებით, მაგრამ უკვე გამოსწორებულია და აქაც წინ ვართ გეგმაზე. ასე რომ, არანაირი შეფერხება არ გაგვაჩნია. ეს არის უმაღლესი პრიორიტეტი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით,

„პროცესი უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის მიერ კოორდინირდება; კონკრეტულად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს კი, კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო უწევს“.