გადაწყვეტილება, რომელიც არის სასარგებლო კერძო სექტორისთვის, სასარგებლოა ქვეყნისთვის

გადაწყვეტილება, რომელიც არის სასარგებლო კერძო სექტორისთვის, სასარგებლოა ქვეყნისთვის

გადაწყვეტილება, რომელიც არის სასარგებლო კერძო სექტორისთვის, სასარგებლოა ქვეყნისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უფრო ხშირად გააკეთონ განცხადებები, რომ ის, რაც კარგია ბიზნესისთვის, კარგია ყველასთვის. შეიძლება ვინმე ულტრამემარცხენისთვის იყოს გამაღიზიანებელი, რომ მთავრობის თავმჯდომარე ხვდება ბიზმესმენებს. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ეს ხედვაა დასანგრევი, რომ ბიზნესთან შეხვედრა, ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივის წამოწყება ვინმესთვის საზიანოა“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, სწორედ ბიზნესმენები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ისინი აფინანსებენ მეცნიერებას და ისინი აფინანსებენ მთავრობას . „ გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლოა კერძო სექტორისთვის, არის სასარგებლო ქვეყნისთვის. ამის ღრმად დანერგვა უნდა მოხდეს ადამიანების ცნობიერებაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.