"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
"ყველა მეუბნება, რომ 1990-იანი წლების მერე ასეთი გაჭირვებული საზოგადოება არ ახსოვთ. პრაქტიკულად მყიდველი არ არის შემოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალში ფული არ არის. მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანი აკეთებს 25 წლის განმავლობაში ფულს მთელს ქვეყანაში. ეს პრობლემები ჯაჭვივით არის ასხმული და მთავრობა ერთმანეთის ჭამასა და გინებაში ხარჯავს დროს," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.