ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული

ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული

ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა

შეკითხვაზე, რა არის ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან შეთახმებას შესაძლებლად მიიჩევს. "მე არა თუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. თუ ეს სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ის ქვეყანა, რომელშიც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა უპირველეს ყოვლისა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ.