სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ბიბისი" წერს, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

უწყების ცნობით, დაავადებული კოლუმბიის მოქალაქეა, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება.

ზიკას ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან შესაძლოა, ჩვილის მიკროცეფალია გამოიწვიოს.

ბრაზილიაში, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, ამ დიაგნოზით რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა.

ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსთან ბრძოლისთვის 56 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.