აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ბაიდენმა პეტრო პოროშენკოსა და არსენი იაცენიუკს საპარლამენტო კოალიციის შექმნასა და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
სატელეფონო საუბარში ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა, საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად უნდა გაერთიანდეს და კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიუროს.
უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა არის.