"ატლანტიკური საბჭოს" სკოუკროფტის ცენტრის მკვლევარ ჯორჯ ბენიტესის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არაწევრი სახელმწიფოები უფრო მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას.
ამის შესახებ ბენიტესმა "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროს განუცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ნატო-მ მეხუთე მუხლი მხოლოდ წევრი სახელმწიფოების დასაცავად უნდა აამოქმედოს, მაინც მიმაჩნია, რომ არაწევრი სახელმწიფოები ალიანსმა მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას, რათა მათი თავდაცვისუნარიანობა, შიდა სიძლიერე და სუვერენიტეტი განამტკიცოს. ნატო-ს ინტერესებში შედის ევროპის ყველა სახელმწიფოს დაცვა", - განაცხადა ჯორჯ ბენიტესმა.