ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება

ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღეს

ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაჯგუფება "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა", რომელიც "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" არის კავშირში, შესაბამისი განცხადება გაავრცელა.
დაჯგუფების ინფორმაციით, ტერაქტი გახდა პასუხი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის პოლიტიკაზე "თურქეთის ქურთისტანში".
მებრძოლები ასევე თურქეთს ახალი თავდასხმებით დაემუქრნენ.
17 თებერვალს ანკარას ცენტრში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი.