გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას სირიის შესახებ მხარი არ დაუჭირა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, დოკუმენტს ვეტო აშშ-მ და საფრანგეთმა დაადეს.
რეზოლუცია მოითხოვდა ყველა იმ ქმედებების შეწყვეტას, რომელიც "სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს", მათ შორის სირიაში სახმელეთო დანაყოფების შეყვანაზე უარის თქმას.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის თხოვნით, სირია-თურქეთის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვის ფონზე გაიმართა.
სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ "უკეთესი იქნებოდა, რომ რუსეთს შეესრულებინა უკვე მიღებული რეზოლუცია", რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2015 წლის დეკემბერში მიიღო.