გოგი თოფაძე:  სტალინის გინება არც ერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება

გოგი თოფაძე: სტალინის გინება არც ერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება

სტალინის გინება არც ერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა.

თოფაძემ ევროპული ფასეულობებისა და სტალინიზმის შეუთავსებლობის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, თითქოს სტალინი ადამიანის უფლებათა დამცველია.

"მას ჰქონდა ურთულესი ამოცანა, რომელიც ლამაზად შეასრულა. სტალინი არის ჩვენი ისტორია, მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე, ყველამ აღიარა. როცა ეგეთი პიროვნება გყავს და იცი, რომ მან საოცრება გააკეთა – დღეს რომ იბრალებს ჩერჩილი და ამერიკის პრეზიდენტი, ომი ჩვენ მოვიგეთო, მაგაში არ დავეთანხმები. სტალინმა ხომ მოიგო ომი? მთელი ევროპა გაათავისუფლა ფაშიზმისგან. ამხელა ბუმბერაზ ქართველ კაცში ვეძებთ, რა დააშავა. კი, ურთულესი პირობა იყო, რაღაც რეპრესიებში რომ არ მიეღო მონაწილეობა, იმ ქვეყანას ფეხზე ვერ დააყენებდა", – განაცხადა გოგი თოფაძემ.