კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამის შესახებ euronews.ge წერს. სააგენტოს ცნობით, ოპოზიციამ ამ გზით პარლამენტში კონკრეტულ კანონპროექტზე გადაწყვეტილების ჩაგდება სცადა.
"ეს უკვე მესამე შემთხვევაა ოქტომბრისა და დეკემბრის შემდეგ, როდესაც ოპოზიცია ასეთი სახით ცდილობს გადაწყვეტილების ჩაგდებას პარლამენტში", - წერს სააგენტო.
euronews.ge აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/535