ევროპოლის დირექტორი ევროპას ახალი ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

ევროპოლის დირექტორი ევროპას ახალი ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

ევროპოლის დირექტორი ევროპას ახალი ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. ევროპოლის ხელმძღვანელის, რობ ვაინრაიტის განცხადებით, ტერორისტული საფრთხეები ისლამური სახელმწიფოდან მოდის.

როგორც euronews.ge წერს, შესაბამისი განცხადება ვაინრაიტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

"ევროპის ნებისმიერ წერტილში მოსალოდნელია ისეთი ტერაქტები, რომლებიც მასიურ მსხვერპლზე იქნება გათვლილი,"- განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

მისივე მონაცემებით 3000-დან 5000-მდე ევროპელი, რომელთაც, სავარაუდოდ, შესაბამის წვრთნები ისლამურ სახელმწიფოში აქვთ გავლილი, ევროპაში დაბრუნდა.

"ეს პირები უკან არა ლტოლვილების ნაკადთან ერთად, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩვეულებრივი გზით შემოვიდნენ", - აღნიშნა მან.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/504