მოსამართლე ურთმელიძეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით

მოსამართლე ურთმელიძეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით

"მაესტროს" დირექტორის ბაია გადაბაძის შეფასებით, დღეს საქალაქო სასამართლოში იყო ერთხმაში მომღერალი სამი სიბუექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძეების მხარე.

აღნიშნული შეფასება ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოში კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ პროცესების შეფასებისას განაცხადა. როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ვიდრე ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება არ მოხდება, სამარცხვინოა.

"დღეს იყო საქალაქო სასამართლოში სპექტაკლი. მოსამართლემ მოისმინა ყველა კრედიტორის პოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვს დირექტორის დანიშვნას, თუ მათი ვალის გადახდა არ მოხდება. ამ ყველაფრის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ მან გადადო კრება 15 მარტამდე. დღეს იყო ერთ ხმაში მომღერალი სამი სუბიექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძის მხარე. მე ისიც მაინტერესებს თუ როგორ მოახერხებს ლევან გაჩეჩილაძე 54 მილიონის გადახდას, მაშინ როდესაც მისი კუთვნილი პროცენტები, 55 თუ 30% შეიძინა მან პროცენტიანი ვალით", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

"მაესტროს" მოქმედი დირექტორის თქმით, ის დავის სამართლებრივად გაგრძელებას აპირებს.

"მე ვაპირებ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენას და დავის გაგრძელებას. მინდა იცოდეთ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს დღეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით", - აღნიშნა გადაბაძემ.