ლიბიის ქალაქ საბრათაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაიერიშებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ნიუ-იორკ თაიმსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ავიაიერიშები აშშ-ის თვითმფრინავებმა განახორციელა.
როგორც საბრათას მერი იტყობინება, ავიადარტყმების შედეგად დაზიანდა შენობები. ქალაქი საბრათა დედაქალაქ ტრიპოლიდან დასავლეთით, ტუნისის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურები ერაყიდან და სირიიდან ლიბიაში გადავიდნენ.