"მაესტროს" კრედიტორთა კრება გადაიდო

"მაესტროს" კრედიტორთა კრება გაჩეჩილაძეების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის განჩინების მიხედვით, კრება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე არ გაიმართება.

ბაია გადაბაძისა და მაკა ასათიანის მხარე ითხოვდა, რომ კრება ჩატარებულიყო ბაია გადაბაძის დორექტორობის პირობებში. კრება მოსამართლის გადაწყვეტილებით, 15 მარტს ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებას გადაბაძე შემდეგი შეძახილებით შეხვდა: "ბრავო, ყოჩაღ". უარყოფითი ემოციის ნიშნად მან ასევე მოსამართლეს ტაშიც დაუკრა.