ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობას დროებით ვიაჩესლავ ბიტაროვი შეასრულებს. ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.
"მეთაურის მოვალეობას დროებით მთავრობის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბიტაროვი შეასრულებს, ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა, მოგვიანებით კი ვნახოთ რა შეიცვლება", - განაცხადეს რეგიონის მთავრობაში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური ტამერლან აგუზაროვი გარდაიცვალა. იგი მოსკოვის საავადმყოფოში პნევმონიის გამო გადაიყვანეს. ტამერლან აგუზაროვი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტს 2015 წლის ივნისის შემდეგ იკავებდა.