ლევან ბერძენიშვილი - თოფაძის შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის

ლევან ბერძენიშვილი - თოფაძის შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის

,,რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, გოგი თოფაძემ ადამიანობის ყველა წესი დაარღვია და მის ადგილს პოლიტიკაში ვერ ხედავს. 

,,მე მას არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას პოლიტიკაში საერთოდ. ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი. არ ვიცი ვისი თხოვნით, ვისი დავალებით", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

"სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ მითქვამს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა. 

დეპუტატმა გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და ისევ გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონი საგარეჯოს არჩევნებში და ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კოალიციას. 

"მან მომაყენა შეურაცხყოფა და გავეცი პასუხი, თუ მას მიაჩნია, რომ რამე არასწორი ვთქვი ამ არჩევნების მიმართ, შეუძლია მიჩივლოს", - განაცხადა თოფაძემ. 

თოფაძე ასევე გამოეხმაურა ძმებ ბერძენიშვილების განცხადებებს, რომლებიც თინა ხიდაშელს გამოექომაგნენ და აღნიშნა, რომ არც თინა ხიდაშელს და არც ბერძენიშვილებს არ აქვთ უფლება ისეთი განცხადებები გააკეთონ, როგორიც გააკეთეს. 

"ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ის ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. მე 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, როგორ ჩაუშვა, როგორც გაათავისუფლეს თვითონ "კაგებეს" თანამშრომლებმა და დანიშნეს სამსახურში და როგორ ჩააგდო ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია და ზამბახიძე. ამის მერე მის ბიოგრაფიას აღარ მოვყვები. საჯარო ბიბლიოთეკაში რაც გააკეთა ეს კიდევ სხვა თემაა", - განაცხადა თოფაძემ.