ზურაბ ტყემალაძე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას არ იზიარებს

ზურაბ ტყემალაძე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას არ იზიარებს

დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს. ,,ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას. 
მან დააფიქსირა ის, რომ ეს არის დამაზიანებელი მთელი კოალიციისთვის. კოალიციაზე არ უსაუბრია გოგი თოფაძეს, საუბარი მიმართული იყო ერთი პიროვნების მიმართ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ტყემალაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია.
რაც შეეხება გოგი თოფაძეს, მან ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა, რომ სანამ არ დაუწყეს "შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ უთქვამს". 

დეპუტატმა გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და ისევ გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონი საგარეჯოს არჩევნებში და ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კოალიციას.