საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება. სოფლების - მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტრიფიცირებისთვის, მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტრიფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.