სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნებისმიერი აგრესორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება, შინ ხის კუბოთი დაბრუნდება

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნებისმიერი აგრესორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება, შინ ხის კუბოთი დაბრუნდება

ნებისმიერი აგრესორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება, შინ ხის კუბოთი დაბრუნდება, - ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოლემმა განაცხადა. 

როგორც euronews.ge წერს, ვალიდ ალ-მოლემმა აღნიშნა ისიც, რომ ვერავინ შეძლებს დაუსჯელად თავს დაესხას სირიას.

"ნურავის ჰგონია, რომ შეძლებს დაუსჯელად თავს დაესხას სირიას და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი. გარწმუნებთ, ნებისმიერი აგრესორი შინ ხის კუბოთი გაემგზავრება", - აღნიშნა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება საუდის არაბეთის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო "წვრთნებს", euronews.ge-ს სტატიის მიხედვით, მასში 25 ქვეყნიდან 350 000 ჯარისკაცის, 20 000 ტანკის, 2 450 სამხედრო თვითმფრინავისა და 460 ვერტმფრენის მასიური კონცენტრაცია იგეგმება. აღნიშნული "წვრთნები" 13 თებერვალს დაიწყო და ის 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება.