მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სისტემაში შიდა საკადრო გაადგილებები მიმდინარეობს, თუმცა აცხადებენ, რომ "არც ერთი პროკურორი სახლში არ გაუშვიათ".
"გიდასტურებთ, რომ შიდა საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს გავავრცელებთ. არც ერთი პროკურორი სახლში არ გაგვიშვია. საუბარია საკადრო გადაადგილებაზე", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა და ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.