არა მგონია, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის რაიმე პრობლემა არსებობს, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკელმა" დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
ამასთან, როგორც უსუფაშვილმა განმარტა, არის საკითხები, რომლებიც კოალიციურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
"არა მგონია, რომ არის რაიმე პრობლემა "მრეწველებსა და "რესპუბლიკელებს" შორის. ეს ასე არ არის. არის საკითხები, კოალიციურ რეჟიმში გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კოალიციურ რეჟიმში გადაწყდება და მოგვარდება, ისე როგორც ეს დღემდე არაერთხელ მოგვარდა და გადაწყდა ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის თუ პირის სასარგებლოდ. ეს საკითხიც ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება. ამ პროცესში ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები იქნებიან გამარჯვებული და არა რომელიმე პიროვნება ან პარტია", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.