გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებს დიდ ბრიტანეთის ბლოკში დარჩენის სურვილი აქვთ, თუმცა, ამაზე შეთანხმების მიღწევა რთულია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
"ნათელი გახდა, რომ შეთანხმების მიღწევა არ იქნება ბევრისთვის იოლი, თუმცა, ამის სურვილი არის", - განაცხადა მერკელმა.
გუშინ ბრიუსელში ბრიტანეთის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, იყო მცირედი პროგრესი თუმცა, კვლავ უამრავი სამუშაოა.
შეხვედრა დღეს განახლდება. ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის ბლოკში დარჩენის საკითხს განიხილავენ.