გიორგი კვირიკაშვილი - თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას

გიორგი კვირიკაშვილი - თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას

თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია.

"მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე და მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ჩვენი კოალიცია, არამედ ყველა ადამიანს, ვინც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახუროს ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ, მზად ვართ, კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და ა.შ. და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.