საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. საპოლიციო რეიდი მიმდინარეობს

საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. საპოლიციო რეიდი მიმდინარეობს

საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. რეიდი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო შემოწმება შს მინისტრის ბრძანებით ხორციელდება.
"მინისტრის ბრძანებით, კანონის თანახმად, საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება რიგითი საპოლიციო შემოწმება", - განმარტეს უწყებაში.
რაც უკავშირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. რეიდის მოწყობა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტები სხვადასხვა რეგიონიდან იუწყებიან, რეიდის ფარგლებში ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველები მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. პოლიციელები ზოგიერთ ავტომანქანას ჩხრეკენ კიდეც.