ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა

ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა

ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები ბრიუსელში კვლავ მიმდინარეობს. 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპული საბჭოს სამიტის პირველმა დღემ გარკვეულწილად წარმატებით ჩაიარა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 

"შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ახლა მე მექნება ორმხრივი შეხვედრები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჩეხეთის და ასევე ბელგიის პრემიერ მინისტრებთან", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით კი, ბრიტანეთის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მიღწევის სურვილი არსებობს. 

"ყველას უნდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრად დარჩეს, ბრიტანეთის ყველა მოთხოვნა, რომელიც დღის წესრიგში იდგა, განვიხილეთ. მართალია ყველასთვის არ არის ამ მოთხოვნების მიღება ადვილი, თუმცა სურვილი ნამდვილად არსებობს", - აღნიშნა მერკელმა.