EASA-ს საინფორმაციო ბუკლეტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საავიაციო უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ, ავიაგადამზიდებს ყირიმის თავზე ფრენის უფლება მისცა.
euronews.ge-ს ინფორმაციით, ანექსირებული ყირიმის თავზე განხორციელებულ ფრენებს, უკრაინელი დისპეტჩერები გააკონტროლებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რისკი, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსიით, შემცირებულია. ბიულეტენში ასევე აღნიშნულია, რომ რეისების დასაგეგმად ავიაკომპანიებს შეუძლიათ უკრაინის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ისარგებლონ. ავიაგადამზიდებს შეუძლიათ ფრენების განხორციელება სიმფეროპოლის საჰაერო სივრცეში ორი მითითებული მარშრუტით.
2014 წლის აპრილში EASA - მ ავიაკომპანიებს ყირიმის მიმართულებით ფრენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 2015 წელს უკრაინამ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ განაცხადა.
გამომცემლობა თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ, EASA-ს აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პოლიტიკურ გამარჯვებას უწოდებს.