საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა. sportal.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.

ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს ხელმძღვანელობდა.

ილიას ზუროსი ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებს ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეხვდება.