ნატო-ს რუსეთთან არსებული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს. euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ "ლა რეპუბლიკა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
"აქამდე ჩვენ შეკავების რეჟიმში ვიყავით, ახლა დროა დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ," – განაცხადა რობერტა პინოტიმ.
მისივე განმარტებით, რუსეთთან დიალოგის ინიციატივა გერმანიას ეკუთვნის და ეს გონივრული ნაბიჯი იქნება.
"თუ ეს არ მოხდა, სანანებელი გაგვიხდება,"- აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.