მოსკოვში ქართველი

მოსკოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" "ლევან სუხუმსკი" დააკავეს

მოსკოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" ლევან აბულაძე, მეტსახელად "ლევან სუხუმსკი" დააკავეს. როგორც რუსული მედია რუსეთის შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, კრიმინალური ავტორიტეტი ქვეყანაში ყალბი პასპორტით იმყოფებოდა.

ძალოვანი უწყების თანახმად, 2014 წელს ლევან აბულაძეს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა აუკრძალეს, თუმცა მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

რუსი სამართალდამცველების ცნობით, ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება "სპაისი" აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა/შენახვის მუხლით.