რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
"ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს", - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.