ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის გამოძიების საკითხზე ჩვენთან ითანამშრომლოს

ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის გამოძიების საკითხზე ჩვენთან ითანამშრომლოს

რუსეთს არ აქვს ვალდებულება, მაგრამ არაფერი უშლის ხელს საკუთარი სურვილით ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა, ფაქისო მოჩოჩოკომ დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი გამოძიებასთან.

"რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და თუ მხოლოდ კანონის კუთხით ვისაუბრებთ, არ გააჩნია ვალდებულება გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მაგრამ არაფერი უშლის ხელს ეს საკუთარი სურვილით გააკეთოს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთი ჩავრთოთ ამ პროცესში. უარის შემთხვევაში გამოძიება გაგრძელდება და ჩვენი საკუთარი საშუალებებით მოვიპოვებთ სამხილებს. მართალია, ეს უფრო გაართულებს პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ სამხილების მოპოვებას", - განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პროკურორის ოფისის წარმომადგენლები არ გეგმავენ რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას.

"დღეისთვის მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით", - განმარტა მოჩოჩოკომ.