ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები წვრთნას ატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები წვრთნას ატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა მორიგი წვრთნა დაიწყეს. როგორც სააგენტო "რია ნოვოსტრი" რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულზე, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რუსი მოტომსროლელები აფხაზურ პოლიგონებზე საბრძოლო სროლას ატარებენ.

"სასწავლო ღონისძიებებში ჩართულია 500-მდე სამხედრო და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-მდე ერთეული", - აღნიშნულია ოლქის განცხადებაში.