პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატ კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის 7-მა წევრმა მიიღო, საიდანაც კანდიდატთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია 6-მა დეპუტატმა დააფიქსირა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გარდა კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერაც აქვს.