გამოძიების ამ ეტაპზე არ არსებობენ კონკრეტული ეჭვმიტანილები, - ამის შესახებ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის სახელით იურისდიქციის, კომპლემენტარობის და თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ფაქისო მოჩოჩოკომ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება იქნება სრულიად მიუკერძოებელი და სამხილების გარეშე რომელიმე ინდივიდის მიმართ ბრალის წარდგენა არ მოხდება.
ამასთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების მიზანია ფაქტების დადგენა, მსხვერპლთა ინტერესების დაცვა და პოლიტიკური საკითხების განსაზღვრა.
"ეს გამოძიება არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკური სტატუსი განისაზღვროს", - აღნიშნა მოჩოჩოკომ.
მისივე თქმით, გამოძიება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მან ასევე, მოუწოდა მედიას, ამ პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს გამომძიებლების გადაღებისგან, ვინაიდან ეს პროცესი კონფიდენციალურია.