ვლადიმერ პუტინი დღეს რაულ ხაჯიმბას შეხვდება

ვლადიმერ პუტინი დღეს რაულ ხაჯიმბას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც გუშინ რაულ ხაჯიმბამ განმარტა, მოსკოვში ის ე.წ.სამოკავშირეო შეთანხმების რეალიზებაზე აპირებს საუბარს. მისი თქმით, აფხაზეთი დაინტერესებულია "აფხაზურ-რუსული საზღვრის გადაკვეთის უფრო კონფორტული პირობების შექმნაში".