თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროვინცია დიარბაქირში, სამხედრო კონვოის გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 სამხედრო.
გამოცემა "ჰაბერთურქი" იტყობინება, რომ პროვინციაში დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გუშინ, ღამის საათებში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთების პოზიციები დაბომბეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს ცნობით, ავიადარტმის შედეგად დაიღუპა თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 70-მდე მებრძოლი.