ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი ტკივილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მისი ნააზრევი ძვირფასია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს სიონის საკათედრო ტაძარში ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
"უდიდესი დანაკლისია. ძალიან დიდი ტკივილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მისი ნააზრევი არის ძვირფასი. მისმა ნააზრევმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბაჩანა ბრეგვაძე სიონის საკათედრო ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, სადაც დაკრძალავენ.