ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა

ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის" მებრძოლმა განახორციელა

ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის" მებრძოლმა განახორციელა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა.

მისი ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური სირიელი ვინმე სალიჰ ნეჯარია. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც მას ტერაქტის განსახორციელებლად ლოჯისტიკური სახის დახმარება გაუწია.

დავუთოღლუს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 9 ადამიანი.