კახეთში, ძლიერი ქარის გამო, 28 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კახეთში, ძლიერი ქარის გამო, 28 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ძლიერი ქარის გამო, კახეთში 28 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, თელავის, ახმეტის, ყვარლის და სიღნაღის რაიონის ნაწილს დენის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, აბონენტთა ნაწილი კი, პრევენციულად გათიშეს. აღდგენით სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.

"ქარის ჩადგომის შემთხვევაში რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა თელავში, კავკასიონის ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.