,,ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს არ გადასცეს კადიევი რუსეთს

,,ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს არ გადასცეს კადიევი რუსეთს

"ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს არ გადასცეს რუსეთს დაღესტნელი უფლებადამცველი კადიევი. სპეციალური განცხადება ოპოზიციამ პარლამენტში გააკეთა. ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათი განმარტებით, ეს ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებზე ცუდ გავლენას მოახდენს.  

ნუგზარ წიკლაურმა კი კადიევის გადაცემას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „მეზობელი ხალხის ღალატი“ უწოდა.

„თუ საქართველოს ხელისუფლება ჩაიდენს ასეთ ღალატს მეზობელი ხალხის წინაშე, ეს მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას ქართულ ჩრდილო-კავკასიურ ურთიერთობებს. პრაქტიკულად, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა მეთოდურად აღვადგენდით ურთიერთობას, როგორც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ხალხებთან, ისე ჩერქეზებთან, ჩაიყრება წყალში," - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. 

მიკაელ კადიევი 2013 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გასამართლდა. მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობის პერიოდში კადიევმა საქართველოს დევნილთა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა მან უწყებისგან უარი მიიღო.