სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა სამინისტროს ამოწმებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქვეყნის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.
"მიმდინარეობს ყველა სამინისტროს შემოწმება, ფინანსური აუდიტი, ვინაიდან პარლამენტში უნდა წარვადგინოთ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და სწორედ ამას ემსახურება სამინისტროების შემოწმება. მარტის ბოლოს ანგარიში უნდა წარადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, ხოლო აპრილის ბოლოს ჩვენ უნდა წარვადგინოთ და სწორედ ამისთვის ვამზადებთ ანგარიშს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
რაც შეეხება თბილისის მერიის შემოწმებას, როგორც თორდიამ აღნიშნა, მერიის შემოწმება უკვე დასრულებულია, ახლა დედაქალაქის მერიაში გადაგზავნილია შემოპასუხებისთვის, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ხოლო ამის შემდეგ მერიის შემოწმების ანგარიში გამოქვეყნდება.