ავსტრია მიგრანტთა მიღებასა და ქვეყნის გავლით მათ გატარებაზე შეზღუდვებს აწესებს. როგორც "ბიბისი" წერს, ხვალიდან ავსტრიის ხელისუფლება დღეში თავშესაფრის მაძიებელთა მხოლოდ 80 განაცხადს მიიღებს, ხოლო ავსტრიის გავლით დღეში მხოლოდ 3 200 მიგრანტს გაატარებენ.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის იოჰანა მიკლ-ლაიტნერის განცხადებით, ოფიციალურ ვენას სხვა არჩევანი არა აქვს, რადგან ევროპამ მიგრაციული კრიზისის დასაძლევად ერთობლივი პოზიცია ჯერჯერობით ვერ შეიმუშავა.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, წესრიგი და ცხოვრების მაღალი დონე", - განაცხადა მინისტრმა.
გასულ წელს ავსტრიამ 90 ათასი ლტოლვილი მიიღო, რაც მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ია.