გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ სასამართლოს კრედიტორთა კრების გადადების მოთხოვნით მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი კორძახიამ განუცხადა, "მაესტროს" არ ჰყავს კრედიტორი და შესაბამისად კრება არ უნდა ჩატარდეს.
მისი თქმით, ბაია გადაბაძე იცავს არა "მაესტროს" არამედ კოტე გოგელიას ინტერესებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.
კრედიტორთა კრების გადადება "მაესტროს" 55% წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ მოითხოვა.
გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძეს და კოტე გოგელიას მედია შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაბაძეს და გოგელიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.