რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვიგაუდას უშაცკასმა გუშინ გამართული შეხვედრის დროს საქართველოზე ისაუბრეს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვის საგანი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გახდა.
"მოხდა აზრების გაცვლა მოლდოვაში სიტუაციის განვითარებაზე, ასევე საქართველოსთან ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებზე", - ნათქვამია განცხადებაში.