აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ხვალ ქარია მოსალოდნელი, აღმოსალეთში კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ზოგან ნალექი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -2-3 გრადუსი იქნება, დღისით 2-7 გრადუსი. დედაქალაქში ღამისა და დილის საათებში ნალექი იქნება, სავარაუდოდ თოვლჭყაპის სახით, მოსალოდნელია ნისლი და ღამით ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღისით 12-17 გრადუსი იქნება.
მთაში ზოგან წვიმა და თოვლია მოსალოდნელი, მაღალმთაში მოთოვს.